03:32 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-03 17:04:34, 491 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა მათ ბოროტებას აღემატება

ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, იყიდონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას,- ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაია სანდუმ განაცხადა.

სანდუმ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

"მე ხმა მივეცი მოლდოვას. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და დამოუკიდებლობა. ქურდებს უნდათ ჩვენი ხმის ყიდვა, ჩვენი ქვეყნის ყიდვა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას. ძალა თითოეულ თქვენგანშია. წადით რწმენით და იმედით",- განაცხადა სანდუმ.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics