05:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 14:17:05, 437 ნახვა

პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს   მთავრობამ წარუდგინა. კანონპროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოამზადა.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში,  დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს  გრანტის გაცემის უფლება მიეცემა.

მათივე ცნობით, მოცემულ ეტაპზე სააგენტო აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისთვის, გრანტების მოზიდვის მიზნით. მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წელს, ევროკავშირსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს გრანტის სახით სააგენტოსთვის 800 000 ევროს გამოყოფას.

საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სახელმძღვანელო სტანდარტების შესაბამისად, სააგენტოს, თავის მხრივ, უნდა ჰქონდეს გრანტის გაცემის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ზემოხსენებულ თანხას ვერ მიიღებს.

„სააგენტოს მიერ გასაცემი გრანტის მთავარი მიმართულებები სასოფლო-სამეურნეო და სოციალური (მცირე ბიზნესი) ინიციატივის, ასევე თვითკმარობაზე მიმართული პროექტების დაფინანსება იქნება. ბენეფიციართა შერჩევის დროს პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, სოფლად სახლის პროექტის) ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილებს მიენიჭება“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics