2024-10-16 22:27:10, 321 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნატოს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს
ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ არის კატასტროფის გეგმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, უკრაინა თავისი გეგმით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას დაჟინებით მოითხოვს.
“ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნატოს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს”,- განაცხადა ზახაროვამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,