2024-10-16 13:10:57, 318 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის მიერ ლიბანში, ნაბათიეზე იერიშს რამდენიმე პირი, მათ შორის ქალაქის მერი ემსხვერპლა [ვიდეო]
ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნაბათიეზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნაბათიეს მუნიციპალურ შენობაზე მიტანილ იერიშს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალაქის მერი აჰმად კაჰილი ემსხვერპლა.
"ნაბათიეს მერი მოწამეობრივად დაიღუპა. ეს არის ხოცვა", - განუცხადა ნაბათიეს გუბერნატორმა, ჰოვაიდა თურქმა AFP-ს.
აჰმად კაჰილის დაღუპვა "ჰეზბოლას" წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.
რაც შეეხება ისრაელის თავდაცვის ძალებს, IDF-ის მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია და არ განუმარტავს, იყო თუ არა ქალაქის მერი მიზანმიმართული სამიზნე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,