|
2024-10-16 10:32:28, 428 ნახვა
მსოფლიო
ჰერცოგი - მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს - თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც „ჰეზბოლა“ ხელმძღვანელობს
მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს: თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც "ჰეზბოლა" ხელმძღვანელობს,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქალაქების - ჰაიფასა და კირიათ-ბიალიკის მონახულების შემდეგ განაცხადა. ჰერცოგის თქმით, "ჰეზბოლა" მუდმივად ემუქრებოდა ჰაიფას, თუმცა აღნიშნული ქალაქის მოსახლეობა ძლიერი და მტკიცეა. "მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ მიგვეღწია მეგობრული გადაწყვეტილებისთვის ლიბანის საზღვართან დაკავშირებით. სამწუხაროდ, "ჰეზბოლამ" არაერთხელ თქვა უარი. მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს: თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც "ჰეზბოლა" ხელმძღვანელობს. კარგი, ღირსეული ცხოვრების ნაცვლად ქვეყანაში, რომელიც როდისღაც ახლო აღმოსავლეთის სიამაყე იყო, ახლა ლიბანი იხდის საფასურს და ეს საფასური სულ უფრო და უფრო მძიმდება",- განაცხადა ჰერცოგმა. ცნობისთვის, გასული კვირებში ჰაიფასა და კირიათ-ბიალიკის ტერიტორიებზე "ჰეზბოლას" მხრიდან რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები განხორციელდა. ჰაიფასთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 4 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 58 დაშავდა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)