2024-10-14 10:08:38, 316 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა
ბრაზილიაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალმა ასევე შექმნა წყალმომარაგების პრობლემებიც.
7 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის უდიდეს ქალაქ სან-პაულუში, ხოლო დედაქალაქ ბრაზილიაში, სამხედრო პოლიციის შტაბში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
ქარიშხლის სიჩქარე 100 კმ/სთ იყო და ძირითადად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,