2024-10-13 14:00:51, 344 ნახვა
მსოფლიო
ლიბანში დაბომბვის შედეგად წითელი ჯვრის 4 მედიკოსი დაშავდა
ლიბანის სამხრეთში მდებარე სირბინის დასახლებაზე ისრაელის მიერ მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად წითელი ჯვრის 4 მედიკოსი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანში წითელი ჯვრის ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ლიბანის წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების ჯგუფი, გაეროს მშვიდობისმყოფელებთან ერთად დასახლებაში, დაბომბილი სახლის ტერიტორიაზე მივიდა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს სახლი მეორედ დაიბომბა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად სასწრაფო დახმარების 2 ავტომანქანა დაზიანდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,