2024-10-11 23:17:13, 365 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა ღაზაში და ლიბანში ომის დასასრულებელი ერთადერთი გზაა
ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა ერთადერთი გზაა ღაზაში და ლიბანში ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა ისრაელი სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობოების მიზანმიმართულ სროლაში დაადანაშაულა.
"აბსოლუტურად მიუღებელია, რომ გაეროს სამშვიდობოები ლიბანში ისრაელის ძალების განზრახ სამიზნე არიან", - განაცხადა მაკრონმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,