|
2024-10-10 20:48:14, 325 ნახვა
პოლიტიკა
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები - EU-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მომავალი და სიღრმე სასწორზე დევს
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება,- ამის შესახებ გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი შეცვალონ. "ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება, როგორც ეს გამოცხადდა 27 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტებსა თუ მთავრობის მეთაურებს. ნეგატიური ტენდენცია მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რეპრესიების შემაშფოთებელი დაანონსებით, ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობის კანონით“, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და ასახელებს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც ზღუდავს ლგბტქი ადამიანების უფლებებს, ასევე თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე. გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის ზრდას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მომავალი და სიღრმე სასწორზე დევს. ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, დაიცავს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო საარჩევნო კამპანიის ჩატარებით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- ნათქვამია განცხადებაში.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)