|
2024-10-09 22:41:35, 454 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება - გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ
მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ისანი-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების". "პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული ვარ, რომ გვიყურებს დღეს, ის არის უკანონო, უსამართლო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ის ჩვენთან ერთად იზეიმებს დიდ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიპოვებთ. დიახ, სწორედ მიშას პარტია, სწორედ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და იზოლაცია მოიტანა ჩვენს ქვეყანას. დიახ, დღევანდელი შეხვედრაც კი ისნელებთან და სამგორელებთან გვაჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვიტანთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ევროპული კეთილდღეობისთვის",- განაცხადა ბოკუჩავამ.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)