|
2024-10-09 15:44:41, 350 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსული აქცენტით მოსაუბრე პოლიტიკოსები კრემლზე ნუ გველაპარაკებიან
იმ ხალხისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, შეუძლებელია კარგი მოისმინო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ “სასაცილოა, როდესაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ქართველებს ესაუბრება კრემლზე და რუსულ გავლენებზე ის ხალხი, რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს“. “ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, მისგან კარგი როგორ უნდა მოვისმინოთ?! მთელი პარადოქსი და ირონია ისა არის, რომ ქართველი ხალხი გუშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისმენდა კრემლზე საუბარს თუ დაბრალებას ხალხისგან, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობდა იქიდან და რომლებმაც პოლიტიკაში ფეხი აიდგეს გორბაჩოვის პერესტროიკის დროს. აი ეს ხალხი რუსული აქცენტით, გორბაჩოვის პერესტროიკის დროს პოლიტიკაში შემოსული ხალხი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ, ქართველებს რომ გვესაუბრება კრემლზე, რუსულ გავლენებზე ეს უბრალოდ სასაცილოა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)