11:23 - 21 Aug, 2026
|
2024-10-08 20:24:13, 666 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვის დაბომბვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
რუსული არმია ხარკოვს დაარტყა და სამოქალაქო საწარმოს ცეცხლი გაუხსნეს, იუწყება ადგილობრივი რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი. მისი თქმით, დაშავებულია 21 ადამიანი. დაშავებულებს შორის არის 16 წლის მოზარდი. სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სინეგუბოვი ინფრასტრუქტურის განადგურებაზეც წერდა. ქალაქის ინდუსტრიული უბანი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ 17 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე 8 ოქტომბერს, დილით, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს ავიაიერიში ესმანის თემზე (სუმიის რეგიონი). დაზარალებულები მეუღლეები - 38 წლის მამაკაცი და 35 წლის ქალი არიან, იტყობინება საოლქო პროკურატურა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)