2024-10-07 10:01:01, 326 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ბეირუთზე იერიში მიიტანა [ვიდეო]
ისრაელმა ბეირუთზე იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრელებს.
მედიის ცნობით, ქალაქის სამხრეთით რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
"ჩვენი სამიზნე "ჰეზბოლას" იარაღის საცავები იყო, რამაც აფეთქებების მთელი სერია გამოიწვია", - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.
თავდასხმის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ცნობილია ისიც, რომ აფეთქებების ადგილი ასევე ახლოსაა ბეირუთში მდებარე აეროპორტთან. ბოლო დღეებში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია რამდენჯერმე გახდა ისრაელის საჰაერო იერიშების სამიზნე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,