11:24 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 15:54:12, 696 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დატოვეს

უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება აცხადებს, ალყაში მოხვედრის საფრთხის გამო, უმაღლესმა სარდლობამ ქალაქიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

"ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ არ შეწყვიტა უგლედარის დაკავების მცდელობები. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, მოწინააღმდეგემ მიმართა რეზერვები ფლანგზე დარტყმების განსახორციელებლად, რამაც გამოფიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების თავდაცვა.

მოწინააღმდეგის ქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა. უმაღლესმა სარდლობამ გასცა ნებართვა უგლედარიდან დანაყოფების გასაყვანად მანევრის ჩასატარებლად, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნების, ასევე მომდევნო მოქმედებების წარმოებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics