2024-09-30 10:58:56, 408 ნახვა
მსოფლიო
მედია - „ჰეზბოლამ“ ახალ ლიდერად ნასრალას ბიძაშვილი აირჩია
ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივნად ჰაშემ საფი ად-დინი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ად-დინი "ჰეზბოლას" ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი იყო, ის ფინანსურ საკითხებს განაგებდა.
ად-დინი აშშ-ის ძებნილ ტერორისტთა სიაშია 2017 წლიდან.
დედის მხრიდან, ალ-დინი "ჰეზბოლას" უკვე ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას ბიძაშვილი და "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის" ერთ-ერთი ქვედანაყოფის, ქასემ სოლეიმანის სიძეა.
ად-დინი 60 წლისაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,