06:53 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 18:44:15, 453 ნახვა

პოლიტიკა
ახვლედიანი მის გადაყენებაზე: ეს არის სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის პირდაპირი დევნა

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ბოლო დროს მის მეირ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

ახვლედიანის თქმით, სახეზეა სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის დევნა.

„პარასკევს საღამოს გამოაგზავნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მასალები. კვირას მაგებინებენ, რომ თუ სურვილი გაქვთ მოხვიდეთო, მე ვუთხარი, რომ ფიზიკურად ვერ გამოვცხადდები იმიტომ რომ ბიულეტენზე ვარ და თან ამ საკითხებს სჭირდება შესწავლა და ერთი სამუშაო დღე ხომ მაინც მჭირდება. იქ დარღვევა არ არის არანაირი, პირდაპირ კანონით მონიჭებული უფლება განვახორციელე, არავითარი სხვა რამ.

საერთოდ წარმოუდგენელი იყო გადაყენების საკითხის განხილვა თუ მიმდინარეობდა. დღეს სხდომის მიმდინარეობისას დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს საკითხი განიხილებაო. ეს არის პირდაპირი დევნა განსხვავებული აზრისა სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მანვე დასძინა, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics