04:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 18:30:24, 497 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ავსტრიის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს, კარლჰაინც კოფვს. სამუშაო სადილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაესწრო.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა იყო.  თინათინ ხიდაშელმა კარლჰაინც კოფვს ასოცირების ხელშეკრულების სწრაფი რატიფიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებისთვის მხარდაჭერა სთხოვა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ევროპის ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის სრულფასოვანი მონაწილე იყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მისი განცხადებით, საქართველო აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო მისიებში და ამის მაგალითია ქართველი სამხედროების მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის სამშვიდობო ოპერაციებში.

ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტმა კარლჰაინც კოფვმა თავდაცვის მინისტრს სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებისთვის მხარდაჭერას დაჰპირდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაც განიხილეს.

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერის შეხვდება და სიტყვით გამოვა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე. დაგეგმილია შეხვედრები ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან ეუთოში და საჯარო გამოსვლა აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების თემაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics