|
2024-09-15 12:52:43, 425 ნახვა
პოლიტიკა
შაჰინი პრემიერზე - არ ჰქონდა პოზიტიური ინიციატივა, შეეტყობინებინა, რომ დაინტერესებულები არიან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა
მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა,- ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც შაჰინი ამბობს, საქართველოში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ "ძალიან გაწბილებული" დარჩა. "აგვისტოში [თბილისში] დელეგაციაში მაიკლ ტერნერთან ერთად ვიყავი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკელი" წევრია. ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელია პალატაში. ასე რომ, ორპარტიული დელეგაციით ჩავედით [საქართველოში] და როდესაც გვეკითხებოდნენ იმაზე, შეიცვლება თუ არა პოლიტიკა ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში, ჩვენ ორივე ვთანხმდებოდით იმის დადასტურებაში, რომ არსებობს ორპატრიული მხარდაჭერა საქართველოს ევრომისწრაფებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული სურვილებისადმი. ეს არ შეიცვლება, ვინც უნდა გახდეს [ამერიკის] პრეზიდენტი. სწორედ ეს დამოკიდებულება გვაქვს კონგრესში... პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელზე მეტია, საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. საქართველოს მხარს ვუჭერდით [ფინანსური] დახმარებით, ასევე ქვეყანაში არსებობს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც. საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, იყო გორში ვიზიტი და ვნახეთ ის ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს უჭერს მხარს. ძალიან შთამბეჭდავი ახალგაზრდები ვნახეთ. ვნახეთ ის ინიციატივებიც, რომლებიც მხას უჭერენ რუსეთის ოკუპაციის გამო დაზარალებულ მეწარმეებს. ასე რომ პრემიერ-მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ ურთიერთობების განახლება სურს, მაგრამ შემდეგ არ გამოხატავდეს არანაირ მზაობას ამის გასაკეთებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას [სამწუხაროა]. ერთ-ერთი, რაც ვკითხეთ [შეხვედრის დროს] იყო ის, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, რომ დავრწმუნდეთ, რომ გავაგრძელებთ იმ პარტნიორობას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა, მან პასუხად ისაუბრა იმაზე, როგორი გაწბილებულია სამოქალაქო საზოგადოებითა და "ენჯეოებით", რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. მან გვითხრა, რომ ფიქრობს, რომ ეს უნდა დასრულდეს და რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს "ენჯეობის" მხარდაჭერა. კონგრესმენი ტერნერი ძალიან პირდაპირი იყო და მას [ირაკლი კობახიძეს] უთხრა, რომ ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ იმედი გვაქვს, საქართველო დემოკრატიაა. კრიტიკას მიჩვეულები ვართ, ჩვენც ხშირად გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ, რომ წინ არ წავიდეთ და ისე არ მოვიქცეთ, როგორც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. მაგრამ მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა",- აცხადებს შაჰინი.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)