|
2024-09-15 10:35:40, 368 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე დასავლელ პარტნიორებზე - განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა
მათ საქართველოს დასჯის მცდელობა აქვთ იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა, დავიცავით საქართველოს ინტერესი, ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ჟურნალისტმა დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასება სთხოვა. თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად. „განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. მე გეკითხებით, გახსოვთ 2012 წლამდე პერიოდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ? დღეს ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორი დამოკიდებულებაა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ეს რადიკალები ვინც არიან, რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პირიქით აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც მათ აზრზე არაა, სახლებში უვარდებიან თავიანთი ტელევიზიებით და ასე შემდეგ. ავიღოთ გამჭვირვალობის კანონი. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან ეწინააღმდეგებოდეს განვითარებას, დემოკრატიულობას? გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს და საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მეწარმეს და ქართველ გლეხს დავაზიანებდით. საქართველოს გამოყენება კი არ მოხდება არცერთი ქვევყნის ინტერესებისთვის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ საკუთარ ხალხს", - განაცხადა თბილისის მერმა.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)