|
2024-09-13 19:52:57, 392 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი - სინამდვილეში კი ქვეყანა ევროკავშირში შეგვყავს
"ქართული ოცნება" გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ამ წუთებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიება მართავს, სადაც საუბარი კვლავ შეეხო 14 მილიარდიან დახმარების საკითხს. "ქართული ოცნება", რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს, ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 162 მილიონი ევრო, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის. შესაბამისად, ეს არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოს ეძლევა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ხდება, არამედ რა წამს ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ძალიან მალე, უმოკლეს დროში საქართველოს ეძლევა წვდომა ამ ე.წ. IPA-ის ფონდზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)