|
2016-02-21 13:59:58, 502 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 4 პირი ამხილა
შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 4 პირი - 1969 წელს დაბადებული კადირ ა., 1971 წელს დაბადებული ჯემალ თ., 1972 წელს დაბადებული თარიქ ა. და 1974 წელს დაბადებული ქეთევან ბ. ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბათუმსა და გონიოში, თავიანთ მფლობელობაში არსებულ სასტუმროებსა და ნაქირავებ ბინაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასტუმროების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)