21:46 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 17:25:40, 509 ნახვა

საზოგადოება
გოდოლაძე - მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ აშშ-ის დახმარების დაპაუზება სეისმური მონიტორინგის ცენტრს არ შეეხება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების შეჩერება სეისმური მონიტორინგის ცენტრს არ შეეხება.

როგორც გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ში "ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას".

"ილიას სახელმწიფო უნივევრსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით მსურს, გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის, დაპაუზებულია. ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ, ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.  

ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ",- წერს გოდოლაძე "ფეისბუქზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics