2024-09-11 13:10:21, 268 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ბარბარე გამრეკელის ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ბარბარე გამრეკელის ქუჩაზე, 2 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 245 000 ლარი დაიხარჯება.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),