|
2016-02-20 17:31:10, 350 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვმუშაობთ, რომ უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი, რომელიც უნდა წავიდეს ადამიანების დასაქმებაში
ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი იმ სახელმწიფო რესურსისა, რომელიც პირდაპირ უნდა წავიდეს ადამიანების დასაქმებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განათლების რეფორმა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუხში დასრულებულია სავაჭრო ცენტრი, შენდება საავადმყოფო, საფუძველი ჩაეყარა ახალი სტადიონის მშენებლობას. "ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ სამეგრელო, როგორც საქართველოს სტრატეგიული რეგიონი, აყვავდება, გაბრწყინდება და ეს ვერ მოხდება თქვენი მონაწილეობის, პროფესიონალი ადამიანების გარეშე", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს. მისივე თქმით, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება უმაღლესი და პროფესიული განათლების კომბინირება, რომ ქვეყანაში იყოს მეტი დასაქმებული ადამიანი. "ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევისწავლოთ არა მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებიც დღეს არსებობს, არამედ დინამიკაში, 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკა, კონკრეტულად რა მოთხოვნები იარსებებს და ამ მიმართულებებით დავხარჯოთ ჩვენი რესურსი, რათა არ მივიღოთ იმედგაცრუებული ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე წელს დახარჯავენ განათლებაში და შემდგომ ესა თუ ის დარგი არ იქნება იმდენად მოთხოვნადი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერის თქმით, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის მოდელს მთავრობა კიდევ უფრო განავითარებს, რადგან ეს არის მოდელი, როდესაც, ერთის მხრივ, შესაძლებელი იქნება უმაღლესი განათლების მიღება, ხოლო, მეორეს მხრივ, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის შედეგად იარსებებს მეტი დასაქმებული ადამიანი. "ჩვენ ყველანი ვართ ძალიან იმედიანად და დარწმუნებული ვართ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურს ასევე წარუდგინეს პრეზენტაცია ვირტუალური ლაბორატორიების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტების ნამუშევრები და სასწავლო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახლად აშენებული საერთო საცხოვრებელიც დაათვალიერა, რომელიც 30 სტუდენტზეა გათვლილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღემდე - სამშენებლო, საინჟინრო, სასტუმრო, სარესტორნო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით, 5000-მდე ბენეფიციარი გადამზადდა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)