|
2024-09-06 11:37:59, 340 ნახვა
საზოგადოება
„წინ და წინ“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს
წინ და წინ - წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობების, ზრუნვის, ინოვაციებისა და განვითარებისკენ! - „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. „წინ და წინ“ - ამ სახელწოდების ქვეშ კომპანიამ თავისი განვითარების გზასთან ერთად გააერთიანა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამ საკუთარი ძალების ირწმუნოს. ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა და მოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია. უკვე სამი ათწლეულია, „თეგეტა“ ქვეყანასა და რეგიონში ავტოინდუსტრიას ცვლის. ჰოლდინგი კომერციულ საქმიანობას 4 კონტინენტზე ახორციელებს. პარალელურად ქმნის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომლის ანალოგსაც არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაშიც იშვიათად შეხვდებით. სწორედ განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით დააგროვა „თეგეტამ“ საზოგადოების ნდობა და ამ გზაზე სიარულს არ წყვეტს. ავტოინდუსტრიის ლიდერის სტატუსმა „თეგეტას“ პასუხისმგებლობასთან ერთად უფლებაც მისცა „წინ და წინ“ საკუთარ იდენტობას დაუკავშიროს და წარმატების გამოცდილება ახლა უკვე სხვასაც გაუზიაროს.
ვერიკო სუჯაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგი“ მალე 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში კომპანიას გამოცდილებაც ბევრი დაუგროვდა და სათქმელიც. გვინდა, რომ „თეგეტას“ მაგალითზე კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ წარმატებისთვის მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, დაისახო მიზანი და გაჰყვე მას თამამად, „წინ და წინ“. ავტოინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბების გზაზე, განვითარება და ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტები. ეს იქნება თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობა, განათლების ხელშეწყობა, ინოვაციების დანერგვა, ქალთა გაძლიერება თუ გარემოზე ზრუნვა. ამჯერად ყველაფერს ერთად მოვუყარეთ თავი, კამპანიის „წინ და წინ“ ქვეშ გავაერთიანეთ და აქტივობები რამდენიმე ეტაპად გავწერეთ. გვინდა, რომ ჩვენი ხმა ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ განვითარების ამ გრძელ გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას და ნდობას. ახლა კი, ჩვენი მხრივ, გვინდა ვუთხრათ, რომ საკუთარი თავის რწმენასა და ერთმანეთის მხარდაჭერას ნამდვილად შეუძლია დადებითი ცვლილებების მოტანა. კამპანიის მთავარი მესიჯის გარდა, ასევე ვისაუბრებთ იმ სიახლეებზე, რომლებსაც „თეგეტა“ უახლოეს მომავალში გეგმავს.“ კამპანია „თეგეტას“ საიმიჯო ვიდეორგოლით იწყება. შემოქმედებით ჯგუფს რთული მისია დაეკისრა: კომპანიის თითქმის სამი ათეული წელი წამებში უნდა მოეყოლა. მოკლე, მაგრამ დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო მთავარი სათქმელიც. ვისთვისაც სიტყვები საკმარისი არ არის, თავად უნდა სცადოს და დარწმუნდება, რომ გრძელ და რთულ გზაზე „წინ და წინ“ სიარულს გამარჯვებასთანაც მიჰყავხარ და ახალ-ახალ მარშრუტებსაც გამოაჩენს. კამპანიის მთავარი მესიჯების ფონზე მალე წარმატების ისტორიებსაც მოვისმენთ. თავიანთი გამოცდილების შესახებ საზოგადოებისათვის ის კარგად ნაცნობი ადამიანები ისაუბრებენ, რომელთა მიღწევები არა მხოლოდ პირადი წარმატება, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. კამპანიის ფარგლები საზოგადოება „თეგეტას“ სტიპენდიატებსა და „თეგეტა აკადემიის“ იმ სტუდენტებსაც გაიცნობს, ავტოინდუსტრია მხოლოდ შორეულ მიზნებად რომ ესახებოდათ, რეალურად კი იქვე, გზად ყოფილა. გზად, რომელსაც ვერ გაიკვლევ, თუ გარემო მწვანე და ჰაერი სუფთა არ არის. ეკოლოგიაზე ზრუნვა დიდი ხანია „თეგეტამ“ ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად აქცია და შვილობილი კომპანია Tegeta Green Planet დააარსა, რომელიც თავის სათქმელს ამ კამპანიაშიც იტყვის.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)