04:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 11:17:07, 560 ნახვა

სამართალი
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პროექტი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პროექტის „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 2014-2015 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდებოდა. იგი მიზნად ისახავდა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზითა და სათანადო პირობების შექმნით, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელმა ფსიქოლოგიური, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებებსა და პირველადი დახმარების საკითხებზე ტრენინგები გაიარა. მოწვეული ბრიტანელი ექსპერტის - ჯეიმს მერდოკის რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა დროებითი მოთავსების იზოლატორების სპეციალური სამოქმედო პროცედურები, დაკავებულთათვის უსაფრთხო გარემო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული პირობები შეიქმნა, ჩატარდა ტრენინგები სამართალდამცველებისთვის დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics