|
2024-09-05 12:04:04, 348 ნახვა
საზოგადოება
What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში - გამოფენის ტურები
"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში. გამოფენის ფარგლებში, გიწვევთ ხელოვნებათმცოდნის მარიამ შერგელაშვილი და ხელოვან დათო მესხის ტურებზე. ტურები გაიმართება: 10 სექტემბერი, 19:00 საათი | დათო მესხი, ხელოვანი 14 სექტემბერი 17:00 საათი | მარიამ შერგელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. "თიბისი კონცეპტის" საგამოფენო სივრცეები ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრებს 14 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. გამოფენა დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი. ხელოვანის და მისი ნამუშევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის პერსონალურ ვებგვერდს: www.chubika.com მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)