|
2016-02-19 18:51:05, 467 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთს ეწვივნენ
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თბილისში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მოინახულეს. „ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ჩვენ სამი ქვეყანა ძალიან დიდ რესურს ვხარჯავთ იმისათვის, რომ ამ პროექტმა შეძლოს ახალი სინერგიის მოტანა რეგიონთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მხოლოდ საქართველოს მონაკვეთზე 700 მილიონზე მეტი დაიხარჯა და როდესაც დამთავრდება ეს პროექტი მას 1400 კაცზე მეტი ადამიანი მოემსახურება, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს ნამდვილად იქნება ისტორიული მნიშვნელობის გზა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ პირველ გადაზიდულ ტვირთს ამ მონაკვეთებზე"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. „საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წარმოადგენენ ამ პროექტის ცენტრს. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც დიდი ბრიტანეთისთვის და ჩინეთისთვის, ასევე ევროპისა და აზიისთვის, რადგან ხდება აბრეშუმის გზის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ლონდონისა და პეკინის ერთმანეთთან დაკავშირება" - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. „ჩვენი აქ სტუმრობა კარგი ინიციატივაა, ჩემი თვალით ვხედავ, რომ ვასრულებთ იმ დიდი გზის მშენებლობას, რომლის განხორციელების იდეაც 7 წლის წინ გაჩნდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გამოვიყენებთ გზას, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, რომელიც იქნება წარმატებული მთლიანად რეგიონისთვის" - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)