02:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 18:42:05, 507 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძემ შეცვალა

 „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი პაატა ბურჭულაძე გახდა. მან ამ თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი შეცვალა. თუმცა მაჭავარიანი ფონდში რჩება.

ვანო მაჭავარიანი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მან ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, თუმცა ის ფონდიდან არ წასულა.

„მე შემიძლია დაგიდასტუროთ ერთი რამ, რომ ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დავტოვე და ეს მოხდა გეგმის შესაბამისად. ჩვენ როდესაც ფონდი დავაფუძნეთ, მაშინ ვთქვით, რომ როდესაც თემატური ჯგუფებით და ხედვებით მომზადდებოდა ფონდი, მასში პაატა ბურჭულაძე სრულად ჩაერთვებოდა.

როდესაც მოხდებოდა რეგიონული ოფისების გახსნა, თავისი თემატიკისა და პრობლემატიკის წარმოჩენით. ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძე პროცესებში უშუალოდ ჩაერთვებოდა. ეს იყო ჩემი პირადი პოზიცია. ზუსტად ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რაც გვქონდა. ამ თვალსაზრისით მე ჩემი ფუნქცია შევასრულე და ახლა ფონდს პაატა ბურჭულაძე უხელმძღვანელებს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ის დღეიდან ფონდის საგარეო ურთიერთობების განვითარებით იქნება დაკავებული.

„ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ვიმუშავებ, რათა მოხდეს ფონდის წარმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეს მნიშვნელოვანია ფონდისთვის და იმისათვის, რომ მივიღოთ ის შედეგი რა მიზანიც ფონდს დასახული აქვს“, - განუცხადა ვანო მაჭავარიანმა „ექსპრესნიუსს“.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ დღეს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაიკავებს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ, შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვანო მაჭავარიანს ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის მშენებლობის საწყის ეტაპზე“, - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics