|
2024-09-02 09:19:00, 334 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - სანქციები დავუწესე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა კოლაბორანტებს, ასევე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “დღეს მე ხელი რამდენიმე სასანქციო გადაწყვეტილებას მოვაწერე - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციებს. საუბარია თითქმის 150 სუბიექტზე, იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ. ასევე, სანქციების კიდევ ერთი პაკეტი კოლაბორანტების წინააღმდეგაა, სწორედ მათ წინააღმდეგ, ვინც ბოროტებისა და ომისთვის მუშაობა აირჩია. უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანაა, გააკეთონ ყველაფერი, რომ უკრაინული სანქციები სინქრონიზებული იყოს მსოფლიოს სანქციებთან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)