01:12 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 17:44:07, 460 ნახვა

საზოგადოება
დევიძე - საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და არ მიაკითხავს მათ ოფისში

საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და არ მიაკითხავს მათ ოფისში.  ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ მედიასთან საუბრისას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვაზე განაცხადა.

დავით დევიძის განცხადებას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“მონიტორინგი გულისხმობს რომ განისაზღვროს ის სუბიექტები რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20% ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს ევალებათ პირველ რიგში დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი.

 მონიტორინგი გულისხმობს რომ უნდა გაირკვეს სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე არიან თუ არა ისეთი ორგანიზაციები რომლებმაც თავი აარიდეს კანონით დადგენილი წესების შესრულებას და არ რეგისტრირდებიან შესაბამ რეესტრში. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობობს წესი როგორ უნდა მოხდეს. ანუ როდესაც მაგალითად თვითდეკლარირებას ეწევიან ორგანიზაციები. მაგალითად არის მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, ბუნებრივია ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული წყარო, ინფორმაცია რომლის მიხედვითაც შეიძლება საჯარო რეესტრის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.

ისმებოდა საკითხი, რომ საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში და ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა, პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება რომ წარმოუდგინონ საჯარო რეესტრს ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ",- აღნიშნა დავით დევიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics