04:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 15:31:04, 267 ნახვა

საზოგადოება
კალაძე უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო

საბურთალოს რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების  დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზეა.  ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მომავალი წლის იანვარში დასრულდება.

"პროექტის შედეგად, ბაგების ახალი საავტომობილო ხიდის გავლით, პირდაპირ შეგვეძლება ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა. საექსკავაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან მალე გვირაბის მოწყობაც დაიწყება. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვქონდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. იყო კონკრეტული  სახლი, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა ამ გზასთან მიმართებაში. შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და აღნიშნული შენობა-ნაგებობის გამოსყიდვა მოხდება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროექტი სწორხაზოვნად განხორციელდეს და არ მოგვიწიოს შეფერხება. წყნეთიდან, ბაგებიდან წამოსულ ავტომანქანებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენება, არამედ პირდაპირ ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა და იქიდან ვაჟა-ფშაველაზე გადასვლა შეეძლებათ", -  განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, გვირაბის  მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითო მიმართულებით. 

აღნიშნული პროექტი, რომელსაც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, 2025 წლის იანვარში დასრულდება. გვირაბის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 

12 მილიონი ლარით დაფინანსდება.
ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და მერიის  ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics