06:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 11:32:09, 251 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიურად ემზადებიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ბაგა-ბაღებში პატარებს კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ.

"მოგეხსენებათ, დედაქალაქის მერიას განსაკუთრებული მიდგომა აქვს საბავშვო ბაღებთან, მის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს სათანადოდ კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ და იმ ბაღებში, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ყველა პრობლემა აღმოვფხრათ. გასულ წელს დავიწყეთ „ბაგა-ბაღების განახლების პროგრამა“, რომლის მიზანია ბაღების ძველ შენობებში კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა და მათი თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფა. ყოველწლიურად, ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩევა საბავშვო ბაღები, სადაც საჭიროა ინფრასტრუქტურის განახლება და ეტაპობრივად, გამოიყოფა თანხები ამ სამუშაოსთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის 12 შენობას უტარდება განახლების სამუშაოები, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში კი ამ ბაღების აღსაზრდელებს განახლებული ინტერიერი, ფასადები და გარე სივრცეები დახვდებათ.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, სამ საბავშვო ბაღში ეზოს ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, 11 საბავშვო ბაღის შენობას კი სახურავის რეაბილიტაცია უტარდება.

„ასევე, თბილისის 115 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობს სააღმზრდელო ჯგუფების, ეზოს ატრაქციონების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების განახლებას. ამ პროექტებისთვის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან რვა მილიონზე მეტი ლარი იხარჯება“, - განაცხადა  კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics