|
2024-08-26 16:59:40, 412 ნახვა
საზოგადოება
ცესკო პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების პოტენციურ წარმომადგენლებთან და დამკვირვებელი ორგანიზაციების პოტენციურ დამკვირვებლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. "გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში მოხდება საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება, ცესკოს წარმომადგენლები მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც უშუალოდ აპარატების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცედურების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას. ჩატარდება კენჭისყრის იმიტაციაც, რაც მოიცავს მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე დასვან შეკითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. 30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა. შეხვედრების განხორციელება სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)