2024-08-22 21:19:59, 676 ნახვა
საზოგადოება
მტკვარში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
მტკვარში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
გორში, მდინარე მტკვარში მოზარდს დაახლოებით 18 საათიდან ეძებდნენ.
როგორც ადგილზე გვითხრეს, გოგონა მდინარეში საბანაოდ შევიდა. პოლიცია და სამაშველო სამსახური კომბინატის დასახლებაში, რკინიგზის ხიდთან იყვნენ მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,