|
2024-08-22 14:08:21, 288 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მაღალი ხარისხის თხილზე მოთხოვნა დიდია და ფასიც შესაბამისად მაღალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრა კომპანიის “ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ერთდროულად 1 000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. შეხვედრაზე მეთხილე ფერმერებმა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც სახელმწიფო მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს. “წელს მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული თხილის ხარისხი, ასევე გაზრდილია რაოდენობაც. ახლა აუცილებელია, რომ თხილის დაბინავება, შენახვა, შრობა მოხდეს შესაბამის პირობებში, რათა შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფერმერების შემოსავალი. მაღალი ხარისხის თხილზე მოთხოვნა დიდია და ფასიც, შესაბამისად, მაღალი“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მინისტრის განცხადებით, რეგიონში თხილის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე პროცესების გაცნობა არის საფუძველი დარგის განვითრების ხელშეწყობის სამომავლო გეგმების შესამუშავებლად. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თხილის მწარმოებლებმა შეიძინეს ბაღების მოვლისათვის საჭირო საშუალებები, რომელთა მიზნობრივმა და სწორმა გამოყენებამ დადებითი შედეგი იქონია მოსავლის როგორც ხარისხზე, ისე რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წელია არაერთ პროგრამას ახორციელებს დარგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა მეორე წელია ხორციელდება. პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით, 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს. თხილის კადასტრში რეგისტრირებულია 45 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი. ფერმერებმა წელს უკვე მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. ფერმერებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ესწრებოდნენ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)