|
2024-08-22 12:03:15, 394 ნახვა
საზოგადოება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპების განაცხადების მიღებას 2024 წლის აქსელერაციის პროგრამაზე. 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც "თიბისის" პროექტის „სტარტაპერის“ და EFSE-ს სამეწარმეო აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. აქსელერატორში ჩაერთვება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეული 20 გუნდი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად. აქსელერატორი ჩატარდება ძირითადად ფიზიკურ ფორმატში და გაგრძელდება12 კვირას (ოქტომბერი 2024 - იანვარი 2025). პროგრამა მოიცავს თემატურ შეხვედრებს, სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ მენტორობას, „ნეთვორქინგ“ ღონისძიებებს, იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობას, ბოლო ეტაპზე გადასული სტარტაპების გასვლით ვიზიტს მადრიდში და დემო დღეს, სადაც გუნდებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით. აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 სექტემბრის ჩათვლით. მონაწილეობით დაინტერესების შემხვევაში გადადით ბმულზე: https://shorturl.at/QqaTc სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Helio AI, Roommate, Wenroll, Stori AI, Wempler, Lawformer, Connect, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot. მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ:https://preacceleration.com აქსელერატორის მხარდამჭერები: "თიბისის" პროექტი "სტარტაპერი", EFSE Entreprenership Academy დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: tbilisi@impacthub.net
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)