19:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 11:37:01, 381 ნახვა

ეკონომიკა
„გიპოვის ის, ვინც გეძებს“ - „საქართველოს ბანკმა“ Ads მენეჯერის კამპანია დაიწყო

საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, “საქართველოს ბანკმა“ შეთავაზებების განახლებული პლატფორმის, Ads მენეჯერის საკომუნიკაციო კამპანია წამოიწყო. “გიპოვის ის, ვინც გეძებს“ კამპანიის სლოგანია და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ თუ როგორ გამოაქვეყნონ შეთავაზებები “საქართველოს ბანკის“ იმ ციფრულ არხებში - მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge, რომელშიც 1 500 000-მდე მომხმარებელი ერთიანდება და ამა თუ იმ სერვისსა თუ პროდუქტზე ფასდაკლებას, ქეშბექს ან პლუს ქულების აქციას ეძებს. ეს არხებია “საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და offers.bog.ge.

კამპანიის ფარგლებში, “საქართველოს ბანკის“ გუნდის წევრები როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ შეხვედრებს გამართავენ და ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელს Ads მენეჯერის პრაქტიკულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

 “უკვე ერთი წელია, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ვქმნით შეთავაზებების ყოვლისმომცველ პლატფორმას,  Ads მენეჯერს, რომლის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ, ახალი მომხმარებლები მოიზიდონ, გაყიდვები გაზარდონ და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ. ვამაყობთ, რომ აღნიშნული პლატფორმა რეგიონში უპრეცედენტოა და მისი მეშვეობით ბიზნესებს ეფექტიანი კამპანიების შექმნისა და გაშვების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც მთავარია, შეუძლიათ, კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას მიწვდნენ. “გიპოვის ის, ვინც გეძებს“ ზუსტად ასახავს პლატფორმის არსს, რადგან ერთი მხრივ, არსებობენ მომხმარებლები, რომლებსაც სურთ კონკრეტული პროდუქტით ან სერვისით სარგებლობა, მეორე მხრივ კი ამ ყველაფრის მიწოდება ბიზნესებს სწორედ Ads მენეჯერით შეუძლიათ. პლატფორმა მუდმივად ახლდება, ემატება ფუნქციონალები, ჩვენ კი არ ვჩერდებით და საინფორმაციო შეხვედრებითა თუ სხვა აქტივობებით მცირე და საშუალო ბიზნესებს მიზნების შესრულებაში ვეხმარებით“,- ამბობს გიორგი კინწურაშვილი “საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.

გაიგეთ მეტი “საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან და შექმენით მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები, ხოლო თუ ჯერ არ ხართ “საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics