11:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 17:13:48, 452 ნახვა

საზოგადოება
მერია - იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟს ახორციელებს, რომლის სამუშაოებიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხიდი არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები.

მერიის ინფორმაციით, ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები; ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს.

მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„საფეხმავლო ხიდის მიმდებარედ მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, არსებული ამორტიზებული ხიდი, რეალურად, უფუნქციო გახდა. ფაქტობრივად, საჭირო იყო კონსტრუქციის სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდებოდა. ამავდროულად, არ არის ადაპტირებული და შშმ პირები ვერ სარგებლობდნენ. ზოგადად, ამ ხიდზე გადაადგილება არ იყო კომფორტული“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მისივე განმარტებით, საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics