13:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 11:48:44, 327 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა

საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა.

ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებულს საზოგადოება „ქართული“  საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს. პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი. 

წელს იგი გამარჯვებულს 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს, პატრიოტული თემატიკისადმი მიძღვნილი ახალი ლექსებისთვის გადაეცემა.
 
2024 წლის 23 ივნისს, ლადო ასათიანის გარდაცვალების დღეს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადოება „ქართულმა’’ გამოთქვა სურვილი, გარკველი წვლილი შეეტანა დიდი პოეტის შემოქმედების უკვდავყოფაში. ამ მიზნით, ახლახან საზოგადოება „ქართულმა" ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა.

„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ხელს შევუწყობდით დიდი პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეს. მისი სახელობის პრემიის დაარსება პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით“,- აღნიშნა საზოგადოება „ქართულის" თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

საზოგადოება „ქართული" მიზნად ისახავს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ღირსეული პატივი მიაგოს გამოჩენილ მამულიშვილთა ხსოვნას“,- განაცხადა  საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics