|
2024-08-14 12:14:08, 571 ნახვა
ეკონომიკა
ტურაშვილი - ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღება აუქციონის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი
მიმდინარე წლის სექტემბრიდან ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მიიღო. მთავრობის განკარგულებით დადგინდა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს დაინტერესებული პირი. ფიქსირებული მედიანური ტარიფები განისაზღვრა შემდეგნაირად: • ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 აშშ დოლარ ცენტი; • ქარის ელექტროსადგურები - 6,0 აშშ დოლარ ცენტი; • მზის ელექტროსადგურები - 5,6 აშშ დოლარ ცენტი; ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტარიფები განისაზღვრა სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგად, სადაც დაფიქსირდა ინვესტორთა მაღალი აქტივობა, წარმოდგენილი განაცხადების ჯამური სიმძლავრე კი რამდენჯერმე აღემატებოდა გამოცხადებულ სიმძლავრეს. შესაბამისად, ფიქსირებულ ტარიფებად განისაზღვრა ამავე აუქციონში დადგენილი მედიანური ტარიფები. "სიმძლავრის მეორე აუქციონმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული სექტორის დაინტერესება საკმაოდ დიდია და წარმოდგენილია ტარიფი, რომელიც დარგში ადაპტირებულია და მოემსახურება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. შესაბამისად, თითოეულ დაინტერესებულ პირს საქართველოს მთავრობისგან ექნება მყარი მხარდაჭერა 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე" - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სექტორის მხარდასაჭერად და უზრუნველყოფს ინვესტორთა დაინტერესებას როგორც ქართული, ისე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. უახლოეს პერიოდში სამინისტროს მიერ გამოცხადდება განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი შერჩევა ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე), ქარისა და მზის ელექტროსადგურების კატეგორიებში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)