|
2024-08-13 11:32:14, 365 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს უკვე 25 წელია აჯილდოებს. წელს კი რედაქციამ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. "Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, - განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance_ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა. "საქართველოს ბანკი", ერთი მხრივ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ხოლო მეორე მხრივ, ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ბიზნესის მართვა გავუმარტივოთ და მათთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ. ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს. შესაბამისად, ორინტირებული ვართ, რომ არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ბიზნესს პრაქტიკული გადაწყვეტები წარვუდგინოთ, რაც გულისხმობს როგორც საჭირო ფუნქციონალების დამატებას, ასევე სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ Global Finance-ის ჯილდო სწორედ ამ კატეგორიაში გადმოგვეცა, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ჯილდოს გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქციამ, მსოფლიო დონის ჟიურის წევრებთან ერთად გამოავლინა. ჟიურიში იყვნენ ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი კომპანია Infosys-ის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდის, განხორციელებული ინიციატივების, ვებ და მობილბანკის დიზაინისა და ფუნქციონალების მიხედვით აფასებდნენ. აღსანიშნავია რომ "საქართველოს ბანკი", ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის კატეგორიასთან ერთად, წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე, ჯამში, 45 ნომინაციაში დასახელდა, მათ შორისაა საუკეთესო ციფრული ბანკი, საუკეთესო მობილბანკი, საუკეთესო ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით და სხვა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)