|
2024-08-06 16:01:43, 410 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ პლატფორმას Businesscourse.ge მდგრადი ეკონომიკის კურსი დაემატა
“საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას ახლახან მორიგი კურსი, მდგრადი ეკონომიკა დაემატა. კურსი საინტერესოა ყველა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს, დანერგოს მდგრადი პრაქტიკები ყოველდღიურ საქმიანობაში, შეამციროს დანახარჯები და მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. კურსს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია უძღვება. კურსი ათ ვიდეოლექციას მოიცავს და მისი გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლია. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
“საქართველოს ბანკი“ მუდმივ რეჟიმში იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს, საპასუხოდ კი ქმნის პროექტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად მოამზადებს. ასეთი პროექტია ბიზნესკურსიც, რომელიც უკვე 50-მდე უფასო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს. პლატფორმა არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. იგი მუდმივად ახლდება. ახალი ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა - თანამედროვე ბიზნესისთვის რელევანტურ საკითხებს მოიცავს. თანამედროვე მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც მწვანე ინიციატივებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ ახალი ბიზნესკურსი მსმენელებს გარემოსდაცვით საკითხებში ნავიგაციას გაუწევს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, “საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. დარეგისტრირდით მდგრადი ეკონომიკის ბიზნესკურსზე ამ ბმულიდან ან შეარჩიეთ სასურველი კურსი პლატფორმაზე Businesscourse.ge
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)