00:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 14:34:58, 330 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ არსებობს შეკრება, სადაც თურქეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრიც, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ აყენებდეს

„არ არსებობს მინისტერიალი, ან რამე ფორმალური ან არაფორმალური შეკრება ნატოს ფარგლებში, სადაც თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრიც, ცალსახად არ აყენებდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

თინათინ ხიდაშელს გადაცემის წამყვანმა შეკითხვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს იმ განცხადების შესახებ დაუსვა, რომლის თანახმადაც, ნატოს სამიტზე თურქული მხარე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს დასვამს.

„ბატონი მევლუთი საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ის ჯერ კიდევ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იცავდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მე მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა მას ამისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრად სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო ანტალიის სამიტის წინ და გვახსოვს ყველას მისი ძალიან მკვეთრი განცხადებები, რომ შემდეგი სამიტის ადგილი უნდა იყოს თურქეთი და შემდეგი სამიტი უნდა იყოს საქართველოზე ნატოს გაწევრიანების სამიტიო“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოუდგენელი ხასიათის და მასშტაბის მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის ბოლო მინისტერიალზეც.

„მინისტრმა პირდაპირ თქვა, სიტყვასიტყვით გაიმეორა ჩვენი მოთხოვნა და თქვა, რომ, რა თქმა უნდა, თურქეთი ამას მხარს უჭერს და შემდეგ დაამატა, რომ აპრიორი მხარს ვუჭერთ ყველა წინადადებას და მოთხოვნას, რომელსაც საქართველო ინტეგრაციის მიმართულებით დააყენებსო. ეს, ბუნებრივია, პარტნიორობის დასტურია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტრის განმარტებით, ნატოს წევრ ქვეყნებში დღეს არის მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას, მაგრამ ქვეყანაში ამის გამო მცდარი მოლოდინები არ უნდა შეიქმნას. საქართველომ ინტეგრაციისკენ სწრაფვა და რეფორმები უნდა გააგრძელოს და ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics