|
2024-08-02 12:22:21, 357 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ვებინარს გამართავს
“საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 7 აგვისტოს, 19:00 საათზე, საზაფხულო ვორკშოპების სერიის მორიგ შეხვედრას გამართავს და ბიზნესის წარმომადგენლებს “საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის დახმარებით ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიას გააცნობს. Ads მენეჯერი “საქართველოს ბანკის“ შეთავაზებების პლატფორმაა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. მისი საშუალებით ბიზნესს შეუძლია ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებების შექმნა და წარდგენა “საქართველოს ბანკის“ იმ არხებში, რომლებსაც 1 500 000-მდე მომხმარებელი იყენებს. ესენია “საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. აღნიშნული შეხვედრა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება და მას “საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების Owner-ი, თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება. “საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი და უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და წარვუდგინოთ ის ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, გაყიდვების გაზრდაში, და ზოგადად, ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. Ads მენეჯერი გამორჩეული პლატფორმაა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, რადგან იგი ბიზნესს მიზანზე ორიენტირებული კამპანიების გაშვებაში ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს, სწორ აუდიტორიას წარუდგინოს საკუთარი წინადადება. აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი უკვე ერთი წელია, რაც გაეშვა და იგი მუდმივ რეჟიმში ვითარდება. ამ დროის განმავლობაში მიღებული შეფასებები კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ პლატფორმის შესაძლებლობები“,- განაცხადა თორნიკე სამადაშვილმა. ინფორმაციისთვის, ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია “საქართველოს ბანკის“ ვებგვერდიდან. რეგისტრაციის შემდეგ, დასწრების მსურველები შეხვედის ბმულს მითითებული ელ-ფოსტაზე მიიღებენ. გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ “საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)