23:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 16:08:58, 404 ნახვა

პოლიტიკა
კახი კახიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად არ მომხდარა

„ის, რომ 2008 წელს იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულების გამოყოფა იმ  მიზეზით მოხდა, თითქოს პროკურატურასთან ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, ფორმალურ ხასიათს ატარებდა", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სისტემის გამოყოფით პროკურატურისგან დისტანცირება რეალურად არ მომხდარა.

"მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეც გაუქმების მომხრე ვიყავი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არსებობას დადებითი შედეგები მოჰყვა, იმისთვის რომ აღნიშნულ დარგს მყარი განვითარების საშუალება მისცემოდა", - აღნიშნა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა განმარტა, ძალიან ბევრ ქვეყანაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ამაზე ალბათ საქართველომაც უნდა იფიქროს. 

"მიმაჩნია, რომ დღეს ნამდვილად ვართ იმ დონეზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიფიქროთ", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. 

მისივე განცხადებით, სამინისტროს გაუქმება შესაძლებელია, თუმცა ერთი რისკი არსებობს.

"როდესაც ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის  ავტონომიის მინიჭება არ უნდა  მოხდეს, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. მაშინ სამინისტროში  სამინისტრო  იყო. ამ მოდელით თუ წავალთ და იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახით უპორთფელო მინისტრი იქნება, ასეთ მოდელს არ ვეთანხმები. მაგრამ თუ სტრუქტურას კარგად დავალაგებთ, რატომაც არა. რაც უფრო შევკვეცავთ სახელმწიფო აპარატს მით უფრო ქმედითი გახდება სისტემა", - განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა განმარტა, ის სამინისტრო, რომელზეც ქადაგიძის მხრიდან  საუბარი იყო, მაშინ შეიქმნა, როდესაც ავანგარდში იყო ხელისუფლება, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვს ქადაგიძეს.

"თუ რამე პრეტენზიები იყო ამ სამინისტროს შექმნასთან დაკავშიებით,  თავის დროზე განეცხადა, სანამ სტრუქტურა ჩამოყალიბდებოდა. მინდა გითხრათ, რომ წინა ხელისუფლების შეცდომებსაც გამოვასწორებთ და ის რაც გასაუქმებელია, ამასაც გავაკეთებთ, რომ ქმედითი სახელმწიფო აპარატი მივიღოთ.

როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ცალკე არსებობს, ხელმძღვანელის მხრიდან დარგის განვითარებას და რეფორმების გატარების უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. როდესაც ერთი ადამიანი, მინისტრის პორტფელით და პოლიტიკური წონით აღნიშნული დარგის განვითარებაზე მუშაობს შედეგი სულ სხვა იქნება და როდესაც ერთ-ერთ სამინისტროში, დეპარტამენტად არის, ის მეხუთე ხარისხოვნად განიხილება", - განაცხადა კახი კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics