2024-07-20 15:23:37, 505 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაბომბვის შედეგად დაშავდა 24 და დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 13 წლის მოზარდი.
დაბომბვამ დააზიანა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და კერძო მანქანები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,