2024-07-19 18:05:01, 515 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთი რუსული SU-25 გაანადგურეს
პოკროვსკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა რუსული გამანადგურებელი SU-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის საჰაერო ძალებში მყოფი SU-25 უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე თავდასხმას ცდილობდა.
"გენერალ-პოლკოვნიკ მარკ ბეზრუჩკას სახელობის ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მებრძოლებმა გაანადგურეს კიდევ ერთი SU-25 თავდასხმის თვითმფრინავი", - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,