|
2024-07-13 14:04:12, 493 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრს სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები, ბელგიური ნაგაზის ჯიშის ძაღლები: “დუგო", “სონია", “კაოსი" და “დექსტრა" შეემატნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენისთვის გაწვრთნილი 4 სამსახურებრივი ძაღლი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანია, “FlyDog"-სგან შეიძინა. https://flydogturkey.com/ “საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში იქნა შეძენილი. პროექტის დონორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია - Vital Strategies, ხოლო საგრანტო პროექტს „საგადასახადო და სატარიფო ზომების და უკანონო ვაჭრობასთან მიმართებით რეაგირების პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში“ ეწოდება. პროქტს სსიპ ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია WHO-ს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით (FCTC) განსაზღვრული ამოცანების მიღწევა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ეტაპობრივად შეამცირებს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელს და მეორადი მოწევის მავნე გავლენას. გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ერთ-ერთ ამოცანას ქვეყანაში თამბაქოს უკანონო ვაჭრობის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყების, შემოსავლების სამსახურის ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განსაზრვრულია პროექტის “თანაგანმახორციელებლად" სამსახურებრივი ძაღლების შერჩევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის სამმართველოს მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, უფროსი სერჟანტი რომან ნიკურაძე და ამავე სამმართველოს უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, ლეიტენანტი სანდრო ხუციშვილი. აღნიშნული პირების მონაწილეობით, უწყებისთვის სასურველი ძაღლების შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა, რომლის ფარგლებში შემოწმდა ძაღლების სამძებრო თვისებები და მათი სოციალიზაციის დონე ქალაქის ხალხმრავალ-ხმაურიან ადგილებში. შერჩეულმა ოთხფეხა მცველებმა გამოიჩინეს კარგად განვითარებული სამძებრო თვისებები. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრი (,,FlyDog") სტამბოლში მდებარეობს, რომელიც სპეციალიზებულია სამუშაო ძაღლების გაწვრთნა/სწავლებაზე. კომპანია სამსახურებრივ ძაღლებს თურქეთის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს, სამაშველო და საბაჟო სამსახურს, ასევე სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს და ისეთ საერთაშორისო კომპანიებს აწვდისროგორებიცაა: “Fedex", “DHL" და სხვა. საბაჟო ადმინისტრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამართალდარღვევების/ინციდენტების პრევენცია და მათზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების არსებობა. კინოლოგიის სამსახური, რომელიცუწყებაში 2014 წელს ჩამოყალიბდა შექმნის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს უცხოელპარტნიორებთან, რათა სხვადასხვა ქვეყნისწარმატებული გამოცდილების გაზიარებით მოხდესმაქსიმალურად ეფექტური კინოლოგ-ოფიცერთა გუნდის შექმნა და კინოლოგიური მომსახურების ინსტიტუციური განვითარება. დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრში ჰყავთ უნიკალური თვისებების მქონე სამსახურებრივი ძაღლი, რომელიც გაწვრთნილია თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე. მხოლოდ ,“ნელას" დახმარებით, 2024 წლის I კვარტალის მონაცემებით, სხვადასხვა სახის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 27 800 ღერი კონტრაბანდული სიგარეტი. ახლა კი, მას 4 ახალი მეგობარი ეყოლება, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, კონტრაბანდის მაღალი რისკის (თამბაქოს ნაწარმის) მქონე საბაჟო კონტროლის ზონებში გადანაწილდებიან“,- ნათქვამია სამსახურის ინფორმაციაში.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)