02:43 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 10:25:54, 868 ნახვა

ომი უკრაინაში
ავსტრალია უკრაინას 168 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის 168 მილიონი აშშ დოლარის (250 მილიონი ავსტრალიური დოლარი) სამხედრო დახმარების გადაცემას გეგმავს.

Kyivindependent-ის ცნობით, ეს არის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი, რომელიც ქვეყანამ  სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოყო.

პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ჭურვები, საბრძოლო მასალა, სამხედრო ჩექმები და ა.შ. 

“უაღრესად ქმედუნარიანი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდება წარმოადგენს ავსტრალიის უდიდეს მხარდაჭერის პაკეტს უკრაინისთვის და დიდ წვლილს შეიტანს მის ძალისხმევაში, კონფლიქტი დაასრულოს თავისი პირობებით“,- განაცხადა ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა.

ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ახლადგამოცხადებული თანხების დამატებით, ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა მთლიანმა დახმარებამ  1,3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს მიაღწია (878 მილიონი აშშ დოლარი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics